აზრთა სხვადასხვაობა, ბათუმის ცენტრალურ პარკში დადგმულ ქვისგან ჩამოსხმულ საპიკნიკე მაგიდებს, ქვის თეთრ პუფებს და სკულპტურებს. ახალი ინვენტარი არ მოსწონს მოქალაქეების ნაწილს და ძველი ხის სკამები ურჩევნიათ. კეთილმოწყობის სამსახურში კი ამბობენ, რომ სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდება, მათივე თქმით, პარკში ასევე განთავსდა მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინვენტარი.