ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 1 კვირით გადაიდო.
სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობისა" და ,,გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა დატოვეს.
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" 22 მანდატი , "ქართულ ოცნებას" 20, ,,გახარია-საქართველოსთვის" კი 3 მანდატი აქვს.