პუტინი დასავლეთისგან იურიდიულ გარანტიებს ითხოვს

01 დეკემბერი 2021, 18:30 1005 ნახვა

რუსეთს სჭირდება იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და რუსეთის ტერიტორიების სიახლოვეს შეიარაღების განთავსებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 ქვეყნის ახალი ელჩისგან რწმუნებათა სიგელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათი დიპლომატიის პირველი ამოცანა ამჟამად რუსეთისთვის უსაფრთხოების საიმედო და გრძელვადიანი გარანტიების მიღებაა.  პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს სწორედ იურიდიული გარანტიები სჭირდება, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთი ზეპირი ვალდებულებები არ შეასრულეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში