საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 80 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4214 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.95%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 865, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 362.