ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის 68 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. მოსახლეობა მერიისგან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან დახმარებას ითხოვს.
მცხოვრებლების თქმით, შენობის კედლები დაბზარულია, იატაკი და ჭერი კი ამორტიზებული. ამბობენ, რომ იქ ცხოვრება მათთვის საფრთხის შემცველია.
აცხადებენ, რომ მათ ინვესტორი ჰყავთ , პროექტიც მზად არის, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კომისიის სხდომა ამ დრომდე არ შემდგარა. უწყებაში კი განმარტეს, რომ მათ პრობლემას კომისია დეკემბერში განიხილავს. მერიისგან შესაბამისი მოთხოვნაც აქვთ მიღებული, თუმცა შენობის ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, ნაწილი კი არა.
საჭიროებენ თუ არა ალტერნატიულ ფართში გადაყვანას აქ მცხოვრებლები, მერიისგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით.