ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილი 64 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული ქუთაისში რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული , კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.
ცნობისთვის, შემთხვევა ტყიბულში გუშინ მოხდა. ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, მათგან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.