"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში ხელმეორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გამოკითხეს. ოპოზიციის წევრების თქმით სიმართლე არ დადგინდება სანამ გამოძიებას თავად მთავარი ბრალდებულები ატარებენ. ენმ-ს წევრი ითხოვს დატოვონ თანამდებობები თორნიკე და დავით რიჟვაძეებმა.
ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.