რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან ეხსნება

24 ნოემბერი 2021, 13:50 2981 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ "მწვანე სტატუსით" შეეძლებათ მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე.

გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ.

ღიბრაძის განცხადებით, მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

მისივე თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი. ასევე კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

„სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა - ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი