საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 64 პაციენტი

24 ნოემბერი 2021, 10:39 831 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით  გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4098 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 401 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 187 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 536, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 244, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263, კახეთი - 155, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 923.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი