სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზრბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

23 ნოემბერი 2021, 18:25 791 ნახვა

26 ნოემბერს სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტის რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებაზე იმსჯელებენ. მხარეები რეგიონში სტაბილურობისა  და მშვიდობისთვის შემდგომ ნაბიჯებს დასახავენ. საუბარი სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას შეეხება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში