საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 428 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაa 47 884.