პანდემიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დღეს 4318 ახალი ინფიცირებულია, ხოლო გარდაიცვალა 70. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2457 პაციენტი.
კონკრეტულად აჭარაში 159 ახალი შემთხვევაა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 548.
რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს ის სასურველზე ბევრად დაბალია, თუმცა პენსიონერებისთვის 200 ლარიანი დანამატის შემოღების შემდეგ, მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.