თურქეთში, ქალაქ ერზრუმში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,1 ბალი შეადგინა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.
ჯერ-ჯერობით დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრის ეპიცენტრში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
რყევები იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმში.