მივმართეთ სტრასბურგს, დროებითი ღონისძიების განხილვაში მესამე მხარედ ჩაგვრთოს - სახალხო დამცველი

17 ნოემბერი 2021, 23:21 897 ნახვა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა, მიხეილ სააკაშვილის საქმის დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართოს.

მისივე თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარუდგინოს. 

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი