შეერთებულ შტატებში წყალდიდობის გამო ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სკოლები და შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 150 ათასზე მეტი აბონენტი.
500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.