ეს ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი, ყოველდღიური, რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს - ნიკა მელია

15 ნოემბერი 2021, 15:07 922 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უსამართლო სასამართლოთითაც კი ისარგებლოს - ამის შესახებ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასახელებული მიზეზები არალოგიკურია. 

''სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევენ და მიზეზად სხვადასხვა საკითხს იშველიებენ, თითქოს ეფემერული, სადღაც 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებები  შეიკრიბება და ჩაიხერგება გზები. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე კი ციხეში დატყვევებული ადამიანი უკვე მეორედ არ მიჰყავთ სასამართლოში. მათ უნდათ რომ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოონ საზოგადოება. მოსახლეობის მცირე ნაწილმა მაინც დაიჯეროს, რომ ხედავთ რაშია თურმე საქმე, რატომ არ გადაჰყავთ მიშა? რატომ იტაცებენ ციხიდან ციხეში ადამიანს.

საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში'' - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ბრძოლა უნდა იყოს გაგრძელდეს და რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. 

''ეს ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი, ყოველდღიური, მეთოდურად რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები. განცხადება თითქოს ჩვენ არ გვაქვს შეკრების, მანიფესტაციის და პროტესტის უფლება, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია და მიუთითებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს ეს არის რეჟიმი. ეს რეჟიმი ჩამოინგრევა ასეთი რყევით და ახალი არჩევნებით'' - განაცხადა ნიკა მელიამ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები მეტრო "ავლაბართან" შეიკრიბნენ და მსვლელობას მართავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი