აუცრელთა კარანტინი ავტრიაში

15 ნოემბერი 2021, 14:17 902 ნახვა

ავსტრიის მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ღამის საათებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

ავსტრიის კანცლერის  თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვები აუცილებელია. მისივე  თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი აუცრელ ადამიანებში ბევრად მაღალია.

საკარანტინო შეზღუდვები ეხება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილი. 

დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმა  1 450 ევრომდეა განსაზღვრული.

ავსტრიის მოსახლეობის 65%-მდე სრულად ვაქცინირებულია, რაც ევროპაში დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი