სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ტრანსპორტირებისა და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.
''სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც არასათანადო პირობებში უწევთ ძალიან რთული სიტუაციის მართვა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში;
2 ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა
3. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გარევთ ექიმებს პოლიტიკაში, მოგვეცით საშუალება ჩვენი საქმე ვაკეთოთ!'' - წერია განცხადებაში.
ექსპრეზიდენტი და ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი 45 დღეა შიმშილობს. ის რამდენიმე დღის წინ გლდანის №18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.