ახალი სასწავლო წლიდან ბათუმის საბავშვო ბაღებში 2 ათას 593 ადგილი თავისუფლდება, სადაც უკვე რეგისტრირებული 1500 აღსაზრდელი ჩაირიცხება. დარჩენილი ათასზე მეტი ადგილის დაკავება კი მსურველებს უკვე შეუძლიათ. ონლაინ რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მშობელს შვილის რეგისტრაცია 3 წლის ასაკიდან შეუძლია. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, 1-დან 10 ივლისის ჩათვლით ბაღებში ჩაირიცხებიან პრიორიტეტულ კატეგორიაში მყოფი აღსაზრდელები. 15 ივლისიდან სხვები. რეგისტრაცია ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით მიმდინარეობს.