შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელდება

14 ნოემბერი 2021, 11:10 1292 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარგეჩარის რაიონის სოფელ იუჰარი შორჟაში მდებარე პოზიციებიდან, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათ შორის სნაიპერული შაშხანებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან სროლები განახორციელეს ქელბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის პერსონალს შორის მსხვერპლი არ არის. სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ამჟამად ინციდენტის ადგილას ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი