კოვიდ სტატისტიკის ზრდის და ერთ კვირაში გარდაცვლილი 600 მოქალაქის მიუხედავად , მოსახლეობის ნაწილი კოვიდ რეგულაციებს ისევ არღვევს.
ე.წ. ხოფის ბაზრობაზე და სილამაზის სალონების ნაწილში მოქალაქეები პირბადის გარეშე დაგვხვდა, ასევე დახურულ სივრცეებში არც დისტანცია იყო დაცული, მოქალაქეების ნაწილმა პირბადე ჩვენი გამოჩენის შემდეგ გაიკეთა, ნაწილს კი პირბადის დაცულობის არ სჯერა. დღეს კორონავირუსის 4565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი