„დიდგორი 2021“ - უწყებათშორისი სწავლება

12 ნოემბერი 2021, 10:45 685 ნახვა

„დიდგორი 2021“ ფარგლებში იმიტირებული სცენარის მიხედვით, ერთობლივი საველე სწავლება, ამჯერად, თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეკი-სორტას საწვრთნელ არეალში გამართეს.

სწავლებაში 18 სახელმწიფო უწყებაა ჩართული, რომლის წარმომადგენლებსაც სიმულაციური სცენარის მიხედვით კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი