"დასანანია“ - ასე პასუხობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის და ის ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების გადადების მიუხედავად, გრძელდება მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.