სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ფუნქციონირება იანვრიდან დაიწყო. მისი მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება.