აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებით ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირდება.