ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება - ნიკა მელია სააკაშვილზე

11 ნოემბერი 2021, 15:00 841 ნახვა

ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება - ასე გამოეხმაურა ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს. 

ნიკა მელიას თქმით, კადრებში აღბეჭდილია ძალადობა. 

''ეს არის ერთი ადამიანის მიმართ პირადი შურისძიება. ადამიანი, რომელსაც უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის უფლებაც კი არ ეძლევა. პროცესზე არ ასწრებენ, დიდი ხანია სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას არ აძლევენ. ადამიანს, რომელსაც A პუნქტიდან B პუნქტამდე იტაცებენ და სისტემა ძალადობს. 

მერე იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს, ერთი, ის კადრები, სადაც ძალადობაა აღბეჭდილი და მეორე, სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს იმ კადრების გასაჯაროება, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი, მათი ენით, შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში, ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა და მოუწიათ გასაჯაროება. სადაც ჩანს, რომ ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება ქვეყნის ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და ივანიშვილი მასზე უბრალოდ ასე ძალადობს და შურს იძიებს. 

გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება. მეთოდურად ეს რეჟიმი და ხელისუფლება ჩამოინგრევა. მხოლოდ მშვიდობიანად'' - განაცხადა ნიკა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში