დღეიდან შეძლებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები კოვიდის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აცრას. ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ.
ასევე დღეიდან ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრებიან 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.
აქვე გეტყვით, ისევ მაღალია ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 78 პაციენტი გარდაიცვალა, 5 751 ადამიანი კი დაინფიცირდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 10 პროცენტზე მაღალია.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.