საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ, რადგან ის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს.
მისივე თქმით ციხის კლინიკაში არასათანადო პირობები და არაადამიანური გარემოა.
"სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა", - აცხადებს სიმონიშვილი.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.