„დიდგორი 2021“ - უწყებათაშორისი სწავლება

08 ნოემბერი 2021, 17:02 656 ნახვა

„დიდგორი 2021“ -  საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით უწყებათშორისი სწავლება აქტიურ ფაზაშია.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

წლევანდელი „დიდგორი“ წინა სწავლებებისგან განსხვავებული და უფრო მასშტაბურია, რადგან მასში საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებიც არის გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში