საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
თავდაცვის ძალების მთავარსარდალს უმასპინძლეს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
მიხეილ ყაველაშვილს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.