ახალი 2025 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.