საახალწლო ღონისძიება სამხედროების შვილებისთვის მესამე ქვეით ბრიგადაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ესწრებოდნენ. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს.