კვების კადრებს ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს

07 ნოემბერი 2021, 12:27 776 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სააკაშვილი წერს, კადრების გამოქვეყნებით, მას ნამდვილად ვერაფერი დააკლეს, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად შიმშილობს და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

მისივე თქმით, შაბათ დილიდან უკვე არ იღებს აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერზე, რასაც ციხეში იღებს, ხელს აწერს და კონკრეტული „კონსერვები“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მოუწერია და არც უნახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი