საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის

22 თებერვალი 2025, 15:23 140 ნახვა

საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის.

ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი ბრიტანული ავიაკომპანია მარტიდან, ხოლო აპრილში ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას.

„30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways – ლონდონი-თბილისი; 31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი; 12 აპრილიდან – ფრანგული Transavia France – პარიზი-თბილისი; 12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში