ბათუმში წყალმომარაგება, ხვალ დილამდე, ეტაპობრივად ყველა მისამართზე აღდგება - ამის შესახებ, განცხადება "ბათუმის წყალმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კომპანიის ცნობით, ვარშანიძის #35 ნომერში ავარიულად დაზიანებულია წყალმომარაგების ორი, მაგისტრალური და გამანაწილებელი მილი.
"დაზიანებული მილების სარემონტო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ავარიული ჯგუფები.დაზიანების მასშტაბიდან და აღდგენითი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, წყალმომარაგება ხვალ დილიდან უნდა აღდგეს", - წერია განცხადებაში.
ბათუმში, ამ ეტაპზე, წყალი 17 ათასზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება.