რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

05 ნოემბერი 2021, 15:56 814 ნახვა

რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

მონიტორინგის თანახმად, დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

მათივე ცნობით, შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას აქვს ორი საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე.

„გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს C შერეული ტიპის დაწესებულებას. ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ნებართვის დანართებს შემდეგ მიმართულებებში: ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, რეანიმაცია, ფთიზიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგიური საქმიანობა – რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული საქმიანობა – კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.

სააგენტოს  თანამშრომლებმა, შეისწავლეს გლდანის N18 დაწესებულების, როგორც  სანებართვო პირობებთან შესაბამისობა, ასევე ინფრასტრუქტურული და სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას აქვს ორი საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე. დაწესებულებას აქვს ორი პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი. ფუნქციონირებს ლიფტი მწოლიარე პაციენტებისათვის. უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. დაწესებულების შემოწმების დროს მიმდინარეობდა მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.

დაწესებულებაში დასაქმებულია  41 ექიმი, მათ შორის: სამი ზოგადი ქირურგი, ოთხი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, სამი ინფექციონისტი, ორი ფსიქიატრი, ექვსი  ექიმი ლაბორანტი, ერთი სტომატოლოგი, შვიდი შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, დერმატო-ვენეროლოგი, ფთიზიატრი, ორი რადიოლოგი, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ შორის ექიმ-კონსულტანტები: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი,  ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  უროლოგი, ალერგოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ნარკოლოგი. ლაბორატორია აღჭურვილია კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი