2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
რობაქიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაინახოს, რამდენი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული, ამასთან როგორც ამბობს, ზუსტად მიაწვდის შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას ინფორმაციას, ნამდვილად შიმშილობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი.