მედიკოსების განცხადების უკან, მაინც პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ვხედავ - ლადო მგალობლიშვილი

04 ნოემბერი 2021, 21:11 1205 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ბათუმში დღეს გამართულ მედიკოსთა აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა. მედიკოსები ხელისუფლებას მიმართავენ და ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, დღევანდელი პერფორმანსით მედიკოსები მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, რადგან მათთვის ცნობილია შიმშილობას რა შედეგიც მოჰყვება.

"ჩვენი პატივცემული ექიმების განცხადების უკან, მაინც პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ვხედავ და ვფიქრობ, რომ ისინი მარტო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდნენ, რადგან მათთვის ცნობილია შიმშილობას რა ცუდი ეფექტი მოჰყვება, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი , თუნდაც ციხის პირობებში", - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი