პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.
მათივე ცნობით, ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.
„პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.