“დაასრულე პანდემია” - გამოფენა ქობულეთში

02 ნოემბერი 2021, 11:46 1033 ნახვა

„დაასრულე პანდემია" - ამ სლოგანით  გამოფენა ქობულეთში გაიმართა. ინფორმაციული ხასიათის 18 ბანერი,  ქობულეთის კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. წარმოდგენილია  მარო მაყაშვილის პირადი ჩანაწერები მისი ისპანკათი ავადობის შესახებ.

 ასევე ბენია ჩხიკვიშვილის მოწოდება  საზოგადოების საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ და   ერეკლე მე-2, რომელიც 1772 წელს ყვავილას ეპიდემიის დროს,  შვილთან ერთად საჯაროდ აიცრა და საჯარო ვაქცინა გაუკეთეს 100 ბავშვს.  

გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მოეწყო და მასალები არქივიდანაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ვაქცინაციის პოპულარიზაცია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში