ასი ათასი მოწამის ხსენების დღე

13 ნოემბერი 2024, 17:55 320 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეტეხის ხიდზე დღეს პარაკლისი ჩატარდა. მანამდე კი საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივადაა შეზღუდული.
ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში