ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა“ გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად ხიხაძირის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ნაქსოვები და ნაქარგები. რამდენიმე წელია რაც ღონისძიების ფარგლებში დაწესებულია წმიდა ტბელ აბუსერისძის პრემია, ჯილდო წელს სამ ადგილობრივს გადაეცა.
სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმოდ დასრულდა.