„შემოდგომის სერენადა“ დასრულდა

08 ოქტომბერი 2024, 10:58 209 ნახვა

ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“ დასრულდა. ფესტივალს რომელსაც უკვე საერთაშორისო სტატუსი აქვს, წელს 50-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. სამი დღის განმავლობაში მკითხველთან და მსმენელთან პოეტების შეხვედრა სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. ავტორები შეხვდნენ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს.

ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია. დასკვნით ღონისძიებაზე, პოეტურ საღამოზე ფესტივალის მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.

გაიმართა წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში