"ასტრაზენეკას" ვაქცინის 17 000 დოზას ვადა გაუვიდა და გამოუყენებელი დარჩა - ამირან გამყრელიძე

01 ნოემბერი 2021, 19:50 996 ნახვა

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 17 000 დოზას ვადა გაუვიდა და გამოუყენებელი დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.

მისივე განმარტებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე საქართველოში ყველაზე დაბალი მოთხოვნა იყო.

"ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა სექტემბრის და ოქტომბრის ბოლოს გაუვიდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 000 დოზას, ჩვენ ეს ვიცოდით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ უფრო ფართომასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, მოთხოვნილება იყო დაბალი დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით. ამიტომ, სექტემბერში 3900 დოზას გაუვიდა ვადა და ოქტომბერში დაგვრჩა 13 500 დოზა, ჯამში 17 000-მდე დოზა სამწუხაროდ გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი