ბათუმის "დინამომ" თბილისის "საბურთალოს" დიდი ანგარიშით მოუგო 

01 ნოემბერი 2021, 21:56 1521 ნახვა

ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამომ" უახლოეს კონკურენტთან თბილისის "დინამოსთან" ისევ 4 ქულიანი სხვაობა აღადგინა.

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმელებმა თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

  • მე-13 წუთზე ლადო მამუჩაშვილმა პენალტიდან ანგარიში გახსნა და დინამოელები წინ გავიდნენ.
  • 39-ე წუათზე მამუჩაშვილმა გუნდის კაპიტანს მამუკა კობახიძეს გაატანინა და ბათუმელებმა ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგეს.
  • 57-ე წუთზე მამუჩაშვილმა ისევ კობახიძეს გაატანინა და ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა დუბლი გაიფორმა. მატჩში საბოლოო ანგარიში 4-0 ფლამარიონის გადაცემის შემდეგ გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბათუმის "დინამოს" 67 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

ჩემპიონატში 63 ქულით მეორე ადგილის თბილისის "დინამო" იკავებს. შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" 6 ნოემბერს გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი