ისრაელმა ტურისტებისთვის კოვიდშეზღუდვები მოხსნა

01 ნოემბერი 2021, 17:31 960 ნახვა

2020 წლის მარტის შემდეგ ისრაელმა გარკვეული პირობების საფუძველზე, ტურისტებისთვის დღეს პირველად გახსნა საზღვრები.

ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი.

ასევე ისრაელში მოგზაურობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ან დამატებითი, მესამე დოზის მიღების მტკიცებულება.

ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში