"შუქურამ" გასვლაზე "სამგურალს" ფრედ ეთამაშა

01 ნოემბერი 2021, 16:35 1025 ნახვა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურა " წყალტუბოში "სამგურალს" ესტუმრა და ფრედ 0-0 ეთამაშა.

32 მატჩის შემდეგ "შუქურას" 27 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.
შემდეგ შეხვედრას გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი 7 ნოემბერს შინ მთავარი კონკურენტის ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

სიახლე ის არის, რომ როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე არის მითითებული "შუქურა" საშინაო მატჩს სეზონში პირველად "ჩელე არენაზე" ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში