ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

31 ოქტომბერი 2021, 18:57 8263 ნახვა

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მომხდარის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მობილიზებული არიან სამართალდაცველები და ექსპერტ კრიმინალისტები.

აჭარის მაუწყებელი არკვევს დამატებით დეტალებს და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში