"ბათუმის" წარმატებული სერია გრძელდება

31 ოქტომბერი 2021, 18:25 747 ნახვა

დიდი 10-ის ახალ სეზონში ბათუმის სარაგბო კლუბი მოგებათა სერიას აგრძელებს. მეხუთე ტურის შეხვედრაში ბათუმელები გასვლაზე კიკეთის "იუნკერებს" ესტუმრნენ და 42 ქულიანი სხვაობით 7-49 იმარჯვეს.

განსაკუთრებით აქტიური შავიზღვისპირელები პირველ ნახევარში იყვნენ, როდესაც მეტოქეს 42 უპასუხო ქულა დაუდეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი "ბათუმის" წევრი კობა ჯიმშელეიშვილი გახდა.

5 ტურის შემდეგ "ბათუმი" 23 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს დიდი 10-ის გათამაშებას.

შავიზღვისპირელები უახლოეს მდევარ "ლელო სარასენს" 7 ქულით უსწრებს. შემდეგ მე-6 ტურში " ბათუმი" 7 ნოემბერს შინ ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში