საქველმოქმედო კონცერტი

04 დეკემბერი 2016, 00:00 2377 ნახვა

''ერთმანეთისთვის“ - საბავშვო კონცერტი ამ სახელწოდებით 4 საათზე ბონის კულტურის სახლში დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი სოფო ხალვაში და სტუდია ,,ბასტი ბუბუ’’, ანსამბლები "გაზაფხული" და "ზღვის შვილები", წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია  -პანსიონის ბენდი "ხარება" და 26-ე საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები. კონცერტზე მისული სტუმრებისთვის მოეწყობა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და  ნახატების გამოფენა-გაყიდვა.  კონცერტზე შემოსული თანხა დავით ფუტკარაძისთვის ელექტრონული ეტლის შეძენას  მოხმარდება. კონცერტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის“ ინიციატივით ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი